აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა, რომელიც ამ კვირაში მოსკოვში იმყოფებოდა, გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, რომ აშშ დიდ ყურადღებას აქცევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას უკრაინის საზღვრებთან.
როგორც ტელეარხი CNN-ი იტყობინება, ვაშინგტონში ცდილობენ გაარკვიონ რუსეთის მოქმედების მოტივები.
რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრისას CIA-ის დირექტორმა გააფრთხილა რუსეთი მისი შესაძებელი განზრახვის შესახებ, ჩაატაროს რაიმე თავდასხმითი ოპერაცია. როგორც CNN-ის რესპონდენტები ამბობენ, რუსეთში შეხვედრების შემდეგ ბერნსმა დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და დაუდასტურა აშშ-ის მხარდაჭერა.
4 ნოემბერს აშშ-მა კიევში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი მიავლინა.
პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კერბიმ 5 ნოემბერს სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რაოდენობა რუსეთის ჯარებისა, რომელიც თავმოყრილია უკრაინის საზღვრის მახლობლად, „უჩვეულოდ“ გამოიყურება.
დაწერეთ კომენტარი