Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი ბოსნიაში ჩადის სერბების სეპარატისტული ხასიათის მუქარის ფონზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, გაბრიელ ესკობარი ინტერვიუს აძლევს სარაევოში რადიო თავისუფლების კორესპონდენტს. 5 ნოემბერი, 2021 წელი

აშშ-ის დიპლომატი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩადის 7 ნოემბერს მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ქვეყნის სერბული ნაწილი შეიძლება გამოეყოს მას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, გაბრიელ ესკობარი ბოსნიის დედაქალაქში ჩადის მას მერე, რაც მაღალი რანგის საერთაშორსო ოფიციალურმა პირმა ამ ქვეყანაში გაფრთხილება გამოთქვა ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის სეპარატისტული ქმედებების მხრიდან „ეგზისტენციური მუქარის“ თაობაზე.

ესკობარმა ბოსნიაში გამგზავრებამდე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სურს ბოსნიელმა ხალხმა იცოდეს: საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია ამ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საქმეში.

დოდიკმა ახლახან გამოთქვა მუქარა, რომ სერბულ ტერიტორიას გამოიყვანს რამდენიმე საერთო - სახელმწიფო ინსტიტუტიდან.

ესკობარმა თქვა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის დეიტონის ხელშეკრულებას, რომელმაც დაასრულა ბოსნიის ომი და დაადგინა ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა, „დამღუპველი იქნებოდა რეგისთვის და დესტაბილიაციას გამოიწვევდა“ იქ.

დოდიკმა 6 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უმასპინძლა ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში და შემდეგ განაცხადა, რომ ორბანს ამცნო „სერბების შესახებ ბევრი პოლიტიკური სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ, რომ თითქოს მათ ბოსნიის ტერიტორიული მთლიანობის დაშლა სურდეთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG