Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მთავრობამ ერთთვიან "სრულ ზავს" მიაღწია პაკისტანის თალიბანთან


პაკისტანმა ერთთვიან "სრულ ზავს" მიაღწია აკრძალულ ორგანიზაციასთან, თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანთან (TTP) - იუწყება მთავრობის წარმომადგენელი 8 ნოემბერს.

სახელმწიფო ტელევიზიამ 8 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაციის მინისტრის, ფავად ჩოდრის სიტყვები, რომ თეჰრიკ-თალიბანთან, მეორე სახელით პაკისტანის თალიბანთან მოლაპარაკება გრძელდება და საზავო შეთანხმება ამ მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე გახანგრძლივდება. "მოლაპარაკების თემები იქნება სახელმწიფო სუვერენიტეტი, ეროვნული უსაფრთხოება, მშვიდობა, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა" - ამბობს ის. ჩოდრი დასძენს, რომ მოლაპარაკების განხორციელებაში წვლილი შეიტანეს ავღანეთის ახალმა მმართველებმა, თალიბანის წარმომადგენლებმა.

გავრცელებულ განცხადებაში TTP-ის პრესმდივანი, მუჰამად ხურასანი ადასტურებს, რომ ზავი 9 ნოემბრიდან ამოქმედდება და 9 დეკემბრამდე გასტანს და ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მხარე შექმნის საგანგებო ჯგუფებს მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

თვეზე ცოტა მეტი დროის წინ, პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა გამოაცხადა, რომ თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელებული კონფლიქტის დასრულების მიზნით, მთავრობა მოლაპარაკებას მართავდა პაკისტანის თალიბანის ფრაქციებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG