Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის ელჩი: ვაიმე, ვაიმეეე, გილოცავთ გამარჯვებას!

შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა საქართველოს მიულოცა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება. 11 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში, შვედეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით, 2:0.

"ვაიმე, ვაიმეეე გილოცავთ გამარჯვებას!" - ასე გამოეხმაურა ელჩი მისი ქვეყნის ნაკრების დამარცხებას და საქართველოს ნაკრების გამარჯვებას. ულრიკ ტიდესტრომი ტვიტერზე წერს, რომ ყველა მიხვდება, ვის გულშემატკივრობდა, თუმცა, ქედს იხრის კარგი თამაშის წინაშე.

ჯგუფის ლიდერი შვედეთის ნაკრების კარში ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ რვა მატჩში შვიდი ქულა მოაგროვა და ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა.

XS
SM
MD
LG