Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელმა მუშებმა ხელფასის გადაუხდელობის გამო ხაბაროვსკში „როსნეფტის“ ოფისი დააზიანეს


ჩინელი მუშების დემონსტრაცია

ხელფასის გადაუხდელობის გამო აღშფოთებულმა ჩინელმა მუშებმა 12 ნოემბერს ამურის კომსომოლსკიში ჰოლდინგ „როსნეფტის“ ოფისი დაარბიეს. ხელფასის გარდა მუშები ასევე მოითხოვდნენ სამშობლოში დაბრუნებას.

აქციაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც კონტრაქტით მუშაობენ ფირმა „პეტრო-ხეხუაში“. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ტრანსპარანტები წარწერით - „გვჭირდება დახმარება“ და „უკან ჩინეთში“.

ჩინელ მუშებს ქარხნის ტერიტორიის შესასვლელთან გზა გადაუღობა მილიციის სპეცრაზმმა. ღამით ტელეგრამის არხ „მაშ“-ის ცნობით, ჩინელმა მუშებმა ქარხნის ადმინისტრაციულ შენობას თოვლის გუნდები დაუშინეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს.

ოქტომბრიდან მოყოლებული ეს არის ჩინელი მუშების უკვე მესამე აქცია. დემონსტრანტები ამტკიცებენ, რომ მათ არ მიუღიათ სამი თვის ხელფასი. მუშებს სურთ უკან, ჩინეთში დაბრუნება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან კორონავირუსის გამო საზღვრები დაკეტილია.

კომპანია "როსნეფტი" აცხადებს, რომ ხელფასის დაგვიანება არ მომხდარა და ფული მუშებისათვის ჯერ კიდევ ზაფხულში გამოიყო. უცხოელი მუშებთან დაკავშირებული კონფლიქტი კომპანიაში იმით ახსნეს, რომ მუშების ნაწილი ჩამოაშორეს საქმიანობას "ცუდი მაჩვენებლების გამო" და სწორედ ეს 70 კაცი გახდა არეულობის მოთავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG