Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას უარი უთხრეს სააკაშვილის მონახულებაზე


ევროპარლამენტის პოლონელ დეპუტატს, ანა ფოტიგას უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ ის საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს.

"უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია კეთილი ნება და არ არის გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", - წერს ევროპარლამენტარი.

ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა, რამდენიმე დღით ადრე მან განაცხადა, რომ ევროპარლამენტში შეშფოთებული არიან მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო და რაც სააკაშვილის თავს ხდება, არასწორია.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში (გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა) გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG