Accessibility links

site logo site logo

79 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე


ერმალო მაღრაძე. ფოტო: Internet Forum Tbilisi

კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებით ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში გარდაიცვალა კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე.

როგორც „ბომონდის“ კოვიდცენტრში განმარტავენ, ერმალო მაღრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან მძიმე იყო, დაზიანებული ჰქონდა ფილტვის ქსოვილის 80% და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკურმა გუნდმა, თუმცა, სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი ირმა მესხი.

კორონავირუსით ინფიცირებული, 79 წლის რეჟისორი ერმალო მაღრაძე ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მეუღლესთან, მანანა ხიდაშელთან ერთად 4 ნოემბერს გადაიყვანეს. მანანა ხიდაშელი კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ერმალო მაღრაძის ფილმები „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“, „აპოკალიფსი არ იქნება“, „თეა“, ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG