Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე სუს-ს: უფანტაზიო ავადმყოფები ხართ


"გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული ნაგვის დაყრის აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. თბილისი, 2021 წლის 7 ნოემბერი
"გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული ნაგვის დაყრის აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. თბილისი, 2021 წლის 7 ნოემბერი

ოპოზიციური პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თბილისის ოფისის სადარბაზოში, უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს და კედლებზე დატოვეს წარწერები „მონა“. გვიან ღამით მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტოები პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ფეისბუკით გაავრცელა. ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს: „უფანტაზიო ავადმყოფები ხართ. პლიუს სულელები, თუ 1% შანსს მაინც უშვებთ რომ ამით ჩვენ გაგვაჩერებთ“.

ჯაფარიძე იმასაც წერს, რომ შენობა, სადაც პარტიის ოფისია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კონდიციონერის დადგმის უფლება არ მისცეს: „ამ მართლა ვანდალებმა რა დღეში ჩააგდეს“.

7 ნოემბერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერებმა და აქტივისტებმა თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც "არჩევნების ერთ-ერთი გამყალბებლის" მთავარ შენობასთან ნაგავი მიიტანეს და ეზოსა და შესასვლელთან დაყარეს.

"ჩვენ არ გვჯერა პროტესტის ტრადიციული გზების. ნერვები უნდა ვუშალოთ მაქსიმალურად, უნდა გავაღიზიანოთ, უნდა მოვუწყოთ საბოტაჟი და უნდა გავუკეთოთ პარალიზება", - აცხადებდა 7 ნოემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

12 ნოემბერს, პარტიის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან ტერიტორია ავტომანქანებით ჩახერგეს. პოლიციამ ავტომანქანები ევაკუატორებით გაიყვანა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG