Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უმუშევრობის დონე, 2020 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, გაზრდილია


თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია. თუკი გასულ წელს ეს მაჩვენებელი 17 პროცენტი იყო, წელს 19,5-ია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბოლო 15 კვარტალის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე გასულ კვარტალში - 22,1 პროცენტი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

​"2021 წლის მე-3 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52,8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0,7 პროცენტული პუნქტით და 42,5 პროცენტს შეადგენს", - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის გაანგარიშებით, 2021 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG