Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორებმა აშშ-ის საბანკო მეთვალყურის პოსტზე წარდგენილ ყაზახ-ამერიკელს მის საბჭოთა წარსულზე ჰკითხეს


საულე ომაროვა აშშ-ის კონგრესის სხდომაზე, 18 ნოემბერი, 2021 წელი
საულე ომაროვა აშშ-ის კონგრესის სხდომაზე, 18 ნოემბერი, 2021 წელი

ყაზახმა-ამერიკელმა, საულე ომაროვამ, სამართლის პროფესორმა, რომელიც აშშ-ის საბანკო სამეთვალყურეო უწყების ამყვან თანამშრომლად დასახელეს, თავისი კვალიფიკაცია დაიცვა სენატის სადავო მოსმენაზე, სადაც ზოგიერთმა კანონმდებელმა, რომელთა უმეტესობა რესპუბლიკელი იყო, უფრო მეტი ყურადღება მის საბჭოთა აღზრდას დაუთმო.

55 წლის საულე ომაროვა, თეთრი სახლის მიერ იქნა წამოყენებული სავალუტო ინსპექციის ოფისის ფროსის პოზიციაზე, რომელიც ფართო კონტროლს ახორციელებს აშშ-ის საბანკო სისტემაზე.

ომაროვა ყაზახეთში დაიბადა და 1991 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში, მოგვიანებით კი ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. განათლებით იურისტი, ის მცირე ხნით პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის დროს, რომელიც რესპუბლიკელი იყო, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში და რამდენჯერმე წარდგა კონგრესის წინაშე მოხსენებით ფინანსური რეგულაციების შესახებ.

მისი დანიშვნის მიმართ კრიტიკულები ყურადღებას ამახვილებდნენ მის წარსულ გამონათქვამებზე, რომლებიც მან სოციალურ მედიაში და სხვაგან გააკეთა, და მათ "რადიკალურს" და "სოციალისტურს" უწოდებდნენ. სენატის მოსმენაზე 18 ნოემბერს, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა მას დაკითხვა მოუწყვეს მისი აღზრდის შესახებ - ეკითხებოდნენ მისი წარსულის შესახებ კომკავშირში, რომელშიც მილიონობით საბჭოთა ახალგაზრდა იყო გაწევრიანებული ხშირად მათი სამუშაოს ან აკადემიური პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით.

რესპუბლიკელი სენატორმა, პეტ ტუმიმ, ომაროვაზე ზეწოლა მოახდინა საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებით, როცა მან დაწერა საკურსო ნაშრომი კარლ მარქსზე.

მეორე რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ კენედიმ, კი უთხრა: "არ ვიცი, როგორ მოგმართოთ, პროფესორო თუ ამხანაგო".

დემოკრატებმა ომაროვა დაიცვეს და თქვეს, რომ ეს კრიტიკა "წითელი შიშის" ნიშნების მატარებელი იყო, რომელმაც აშშ-ი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG