Accessibility links

site logo site logo

Mask Off-ის ფლეიტა აქედანაა. დანარჩენი სიმღერაც ცეცხლი და ლავაა!


Future-ის Mask Off ბოლო კარგა ხნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ ტრეკია. მის პოპულარობაში კი უდიდესი წვლილი კარგად შერჩეულმა სემპლს ეკუთვნის - ფლეიტის ლუპი ადამიანს პირველივე მოსმენისას გამახსოვრდება და თავიდან ვეღარ იშორებ.

Future-ის სიმღერა დიდწილად ნარკოტიკებზეა. ორიგინალი კი, ტომი ბატლერის Prison Song, საიდანაც აღებულია ეგ ფლეიტა, ლამის რელიგიური სიმღერაა, რომელიც ამერიკის სამოქალაქო მოძრაობის წმინდანს, მარტინ ლუთერ კინგს ადიდებს.

აი, ძალიან, ძალიან კარგი რამეა. დინჯი, სევდიანი, მაგრამ, ამავე დროს იმედიანი კომპოზიციაა, რომელსაც იმ დროის განწყობა და სულისკვეთება დღემდე მოაქვს.

„იუტუბის“ კომენტარებში ბევრი წერს - რა უპატივცემულობაა, რომ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, სელმას მსვლელობაზე დაწერილი სიმღერის ნაწილი „ექსტაზისა“ და ოპიატების ეფექტის შესახებ რეპის ფონად გადაიქცაო.

თუმცა, სხვები პასუხობენ, რომ სწორედ ამ სემპლით შეიტყო უამრავმა ადამიანმა ორიგინალის შესახებ და პირიქით, მადლობა Future-ს რომ ეს ბრილიანტი გაგვახსენაო.

აბა, ორივეს მოუსმინეთ და თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ - კარგი ქნა რეპერმა, ამ სიმღერის ფლეიტა რომ გამოიყენა თუ მკრეხელობა გამოუვიდა?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG