Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში „საფასურს გადაიხდის“


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კვლავ გააფრთხილა რუსეთი, რომ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში მას „საფასურის გადახდა“ მოუწევს.

„თუ რუსეთი ძალას გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ, მას მოუწევს ამისთვის საფასურის გადახდა, ამას შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ბრიუსელში იენს სტოლტენბერგმა

ამ განცხადების ფონია, დასავლეთის მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის სამხედრო ძალების სახიფათო კონცენტრაციის შესახებ ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე. 90 ათასი რუსი ჯარისკაცისა და დიდძალი ტექნიკის თავმოყრამ მეზობელი უკრაინის საზღვართან ნატოს ორი წამყვანი ქვეყანა, აშშ-ი და გერმანია აიძულა კვლავ განეცხადებინათ, რომ მტკიცედ დაუჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა აშშ, ევროპის კავშირი და ნატო მათი პოზიციის გამო იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ, რომლებსაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში (და სხვა საკითხების გამო), თუმცა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის "კონტაქტებისა და დიალოგისათვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG