Accessibility links

site logo site logo

ფიფას პრეზიდენტი ილია კოკაიაზე: „ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე...“


ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის, ილია კოკაიას, ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ჯანი ინფანტინო სამძიმარს უცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ილია კოკაიას, ოჯახს და საუბრობს იმ დანაკლისზე, რომელიც ფეხბურთის სამყარომ განიცადა ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალებით:

„ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში... მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.

ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს ...

პატივისცემით, ჯანი ინფანტინო. ფიფას პრეზიდენტი"

ტრაგიკული შემთხვევა 23 ნოემბერს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. ილია კოკაია ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და იმავე წელს გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გადავიდა.

ილია კოკაიას ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010/2011, 2011/2012), ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG