Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯიშკარიანი: „ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია სააკაშვილის მდგომარეობასთან“


ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში.

„ჩვენს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან, ვინაიდან ციხეთა სისტემაში მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და ნეიროენცელოპათია. ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას, თუმცა მიხეილ სააკაშვილს სრულიად გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასასამართლო პროცესში მონაწილეობის საკითხსაც წყვეტს მხოლოდ ის“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

29 ნოემბერს, 11.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი „7 ნოემბრის ეპიზოდზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG