Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხელისუფლების მაწყევარ სასულიერო პირს


სქიიღუმენი სერგი (რომანოვი)
სქიიღუმენი სერგი (რომანოვი)

რუსეთში 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სქიიღუმენ სერგის, რომელიც, კრემლის ხელისუფლების და პატრიარქ კირილეს მკვეთრი კრიტიკის გამო, მანამდე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი რიგებიდან გარიცხა. სასჯელს მიუღებელი სასულიერო პირი კოლონიაში მოიხდის.

სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ქადაგების დროს თვითმკვლელობის ჩადენაში არწმუნებდა მონაზვნებს, თვითნებობდა და ხელს უშლიდა რელიგიური ორგანიზაციის მუშაობას.

სასამართლოს აზრით, როგორც სააგენტო „ტასი“ იუწყება, რომანოვი „თვითნებურად ცხოვრობდა მონასტერში“ და აბრკოლებდა ეკატერინბურგის ეპარქიის წარმომადგენლების შესვლას მონასტრის ტერიტორიაზე“. ამას გარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასულიერო პირს განხეთქილება შეჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, როდესაც ვაქცინაციას ჩიპირებას ადარებდა.

სქიიღუმენი სერგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას უნდოდა გაემეორებინა ქრისტეს გზა და მრევლს მოუწოდებდა მზად ყოფილიყვნენ გაეღოთ სიცოცხლე უფლისთვის.

2020 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ იგი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას. სქიიღუმენმა სერგიმ უარი თქვა, შეეწყვიტა ღვთისმსახურება მის მიერ კონტროლირებად მრევლში, განდევნა ეკლესიიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ლოიალურად განწყობილი წინამძღვარი და დაიწყო ქადაგება, რომელშიც ანათემას გადასცემდა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, მათ შორის, ვლადიმირ პუტინს. სქიიღუმენმა სერგიმ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო რეფერენდუმის წინააღმდეგაც გაილაშქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG