Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექსტური რეპორტაჟი: სააკაშვილის სასამართლო პროცესი

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე იმყოფება რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც სხდომის მიმდინარეობის შესახებ ტექსტურ განახლებებს შემოგთავაზებთ.
  • ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. პროკურატურა ექსპრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია.
  • სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.
  • პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ: https://youtu.be/pDFOjmKpcu8
14:22 2.12.2021

"დარბაზს აკონტროლებს ხუთი მანდატური, ისინი მედიას ადგანან თავზე. აკონტროლებებ მათ ტელეფონებს, რომ ტელეფონით ფოტოები არ გადაიღონ." - მიხეილ სააკაშვილი.

პროკურორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სასამართლოს, არ გააკეთებინოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური და საქმესთან კავშირში არმყოფი განცხადებები.

14:20 2.12.2021

"ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, როგორც კი ესენი წავლენ. მე პირადად 10 მილიარდი დოლარის მოზიდვა შემიძლია 2-3 წელში. ყველაფერი დათვლილი მაქვს." - მიხეილ სააკაშვილი.

14:17 2.12.2021

"ეს პროცესი არის დაშინებული და აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, გამაჩუმოს მე." - მიხეილ სააკაშვილი.

14:16 2.12.2021

"ეს პროცესი არის დაშინებული და აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, გამაჩუმოს მე. ყველაფერი ქნეს - ფანჯრის ამოქოლვა, ფსიქოტროპული ნივთიერებების მოცემა, ადვოკატთან შეხვედრის ლოდინი, წამება."

"აქ რაც მოხდა, ეს არის დადასტურებული წამება. რასაც ადასტურებს უკრაინის სახალხო დამცველი და ცენტრი "ემპათია". ყველას, ვინც მონაწილეობდა ამაში, თქვენ ხართ ჩემს წამებაში თანამონაწილე. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, როგორც კი ესენი წავლენ", - აცხადებს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე.

პირდაპირ ეთერს უყურეთ აქ:

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG