Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა


შრომის ინსპექციამ 3-4 დეკემბერს, ზედამხედველობის დროს, კლუბი "ხიდი", სადაც გასართობი ღონისძიება იმართებოდა, დალუქა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 10 000 ლარით დააჯარიმა. ინსპექციაში აცხადებენ, რომ კლუბი დღის განმავლობაში დაილუქება.

შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღამის კლუბი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მასობრივი გასართობი ღონისძიებები აკრძალულია.

შრომის ინსპექციის ცნობით, "მწვანე ზონების" კონცეფციის შექმნის მიზნით, ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განახლდება სექტორის ფუნქციონირება.

კლუბი "ხიდი" შრომის ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.

3 დეკემბერს "ხიდმა" 21-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველ საკლუბო ღონისძიებას უმასპინძლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG