Accessibility links

site logo site logo

ქართველი ძალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ


ლაშა ტალახაძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 2021 წლის სეზონს მსოფლიოს ჩემპიონატით დაასრულებს. შეჯიბრებას 7-17 დეკემბერს ტაშკენტი უმასპინძლებს და გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს კონკურენციაში ათი სპორტსმენით ჩაებმება.

განაცხადშია თანამედროვე ძალოსნობის ქართველი ლიდერი ლაშა ტალახაძე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეხუთედ მოპოვებას შეეცდება. 28 წლის ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს პოდიუმის უმაღლესი საფეხურიდან 2015 წლის შემდეგ არ ჩამოსულა. ამასთან, ტალახაძე ევროპის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი და მრავალგზის რეკორდსმენიცაა. უზბეკეთში იგი საქმეში 17 დეკემბერს ჩაებმება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა: შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი (ორივე 61 კილოგრამი წონითი კატეგორია), კახი ასანიძე (73 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ), ანტონ პლესნოი, ირაკლი გობეჯიშვილი (ორივე 96 კგ), ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე (ორივე 102 კგ), ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე (ორივე +109 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG