Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას


თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თანახმად, აშშ-მა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადის ასპარეზობებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში განხორციელებული გენოციდისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ თუ ოფიციალურ დელეგაციებს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადასა და 2022 წლის პარალიმპიადაზე“, - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.

მანამდე ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ისაუბრა. მიზეზებს შორის სინძიანის პროვინციაში უიღურების დევნის გარდა, აშშ-ის ლიდერმა დაასახელა ასევე პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფა ტიბეტსა და ჰონკონგში.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.

აშშ-მა სრული ბოიკოტი უკანასკნელად 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG