Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ღიბრაძე პასუხობს კითხვას, როდის გაიხსნება ღამის კლუბები


უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე პასუხობს კითხვას ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით.

“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ღამის კლუბებთან, რომ ერთის მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსენეს, მაგრამ აკრძალულია ცეკვა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება და ტექნიკური შეთანხმება საკითხების, დარწმუნებული ვარ ეს დიდხანს არ გასტანს და როგორც კი შეჯერდება პოზიციები როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ბიზნესის კუთხით, დარწმუნებული ვარ… [მიეცემათ გახსნის უფლება]”., - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

3-4 დეკემბერს ღამით, გასართობი ღონისძიებისას შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა კლუბი „ხიდი“, რომელმაც ორწლიანი პაუზის შემდეგ, “მწვანე პასპორტის” ამოქმედების შემდეგ გამართა პირველი "ივენთი", რომელზეც მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტირებული მოქალაქეები დაიშვებოდნენ, ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. კლუბი ჯარიმას ასაჩივრებს და გახსნის ნებართვას ითხოვს.

XS
SM
MD
LG