Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დააკავეს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელიც 2018 წელს მოკლეს სტამბოლში.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელიც 2018 წელს მოკლეს სტამბოლში.

საფრანგეთში დააკავეს პირი, რომელიც ეჭმიტანილია 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში. ჰაედ აიედ ალ-ოტაიბი სამშაბათს დააკავეს პარიზის „შარლ დე გოლის“ აეროპორტში, იტყობინება საფრანგეთის მედია.

დაკავებული ერთ-ერთია საუდის არაბეთის იმ 26 მოქალაქიდან, რომლებსაც თურქეთი ეძებს ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ჰალედ ალ-ოტაიბი, სამეფო გვარდიის 33 წლის სამხედრო მოსამსახურე, საკუთარი სახელით ჩავიდა საფრანგეთში და დაკავების შემდეგ ის წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს.

ჯამალ ჰაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი იყო, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს 2018 წლის ოქტომბერში.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ გაზეთ Washington Post-ის ყოფილი მიმომხილველი მსხვერპლი გახდა „საზიზღარი ოპერაციისა“, რომელიც აგენტების ჯგუფმა შეასრულა. მათ ის უნდა დაერწმუნებინათ, რომ ჟურნალისტი სამშობლოში, საუდის არაბეთში დაბრუნებულიყო.

თურქეთის ოფიციალური წყაროს თანახმად, აგენტები მოქმედებდნენ ბრძანებით, რომელიც ელ-რიადის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

XS
SM
MD
LG