Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა მსოფლიოში მეხუთე, რუსეთმა კი მეცხრე ადგილი დაიკავა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით


რუსეთის უშიშროების აგენტები ერთ-ერთი რეიდის დროს
რუსეთის უშიშროების აგენტები ერთ-ერთი რეიდის დროს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ციხეებში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობის დადგენის მიზნით, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს დააპატიმრეს 239 ადამიანი, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ამ სიაში ბელარუსი მეხუთე ადგილზეა, ხოლო რუსეთი - მეცხრეზე.

მიმდინარე წლის ანტირეიტინგის ლიდერია ჩინეთი, რომელსაც პირველი ადგილი წინა წელსაც ეკავა. ამჟამად ჩინეთის საპატიმროებში იმყოფება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების 50 თანამშრომელი. მეორე ადგილზეა მიანმარი (ყოფილი ბირმა), სადაც, 1 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული რეპრესიების შედეგად, გისოსებს მიღმა 26 ჟურნალისტი აღმოჩნდა.

პირველ ხუთეულში შემდეგ მოდიან ეგვიპტე, 25 დაპატიმრებული ჟურნალისტით, ვიეტნამი - 23 დაპატიმრებული ჟურნალისტით და ბელარუსი, სადაც ამჟამად საპატიმროებში 19 ჟურნალისტი იმყოფება.

რუსეთი, სადაც საპატიმროში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების 14 წარმომადგენელი იმყოფება, მე-9 ადგილზე. თითო-თითო ჟურნალისტი იმყოფება გისოსებს მიღმა აზერბაიჯანსა და თურქმენეთში.

XS
SM
MD
LG