Accessibility links

site logo site logo

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოცემულ მომენტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხადაჭერილი არ იქნება


ანალენა ბერბოკი

კანცლერ ოლაფ შოლცის ახალ კაბინეტში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში ვერ იქნება სერტიფიცირებული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს. ამის მიზეზად ბერბოკმა გაზსადენის ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.

ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ გაზსადენის საკითხში იგი ევროპული ნორმებით იხელმძღვანელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტულად გაზსადენის შეუსაბამობა.

ამჟამად გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია და მას ექსპლუატაციაში შესასვლელად სჭირდება შესატყვისი სერტიფიცირება, რითაც გერმანიის შესაბამისი უწყებაა დაკავებული.
ნოემბერში გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი.

გერმანიის ფედერალურმა უწყებამ, რომელმაც უნდა გასცეს გაზსადენის სერტიფიკატი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიისგან, რომელსაც შვეიცარიაში უდევს ბინა, მოითხოვა, შვილობილი კომპანია შექმნას გერმანიის ტერიტორიაზე და საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი მას გადასცეს. პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია ამ მოთხოვნის შესრულებას აპირებს.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა, პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცა. აშშ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან შიშობენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG