Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი 30 მლნ ევროს გამოყოფს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისთვის


ევროკავშირის ლიდერებისა და ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა. ბრიუსელი, 12 დეკემბერი.
ევროკავშირის ლიდერებისა და ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა. ბრიუსელი, 12 დეკემბერი.

ევროკავშირი დამატებით 30 მილიონ ევროს გამოყოფს ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, მათ შორის მასმედიისთვის, კულტურის მოღვაწეებისთვის, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ბელარუსი, ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული მეწარმეებისთვის და ახალგაზრდობისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა.

„ევროპის კავშირი მხარს უჭერს ბელარუსის ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, - თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ლიდერებისა და ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ ევროკავშირი მზადაა 3 მილიარდი დოლარი გამოუყოს ბელარუსის მომავალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, იმედი გამოთქვა, რომ უკვე ერთი წლის შემდეგ აღმოსავლეთის პარტნიორობის მორიგ სამიტზე ბელარუსი წარმოდგენილი იქნება „დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტით“. ხოლო წელს, მისი სიტყვებით, სამიტზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება, ბელარუსის სავარძელი ცარიელი იქნება.

XS
SM
MD
LG