Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ ღამის კლუბებს წვეულების გამართვა ისევ არ შეუძლიათ


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ ღონისძიებები, რომლებიც ღამის კლუბებშია დაგეგმილი, ნებართვის გარეშე იმართება. ამის შესახებ განცხადება უწყებამ ღონისძიებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

"საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ", - აცხადებენ უწყებაში.

დღეს, 17 დეკემბერს საღამოს, საქართველოში არსებული რამდენიმე დიდი კლუბი მუშაობის განახლებას აპირებს. ღონისძიებები იგეგმება, მაგალითად, კლუბებში "ბასიანი" და "ხიდი".

დაახლოებით ორი კვირის წინ კლუბი "ხიდი" კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

XS
SM
MD
LG