Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროსასამართლოს ვერდიქტის მიუხედავად უნგრეთი არ შეცლის საიმიგრაციო პოლიტიკას


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა კვლავაც გააგრძელებს არჩეული საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას, მიუხედავად ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც ევროპული კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნია უნგრეთის მიერ მიგრანტთა გადაადგილების წინააღმდეგ გატარებული ზომები.

გასულ თვეში ევროკავშირის სასამართლომ (CJEU) დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონი, როცა უფლება მისცა პოლიციას, შეევიწროებინა სერბეთის საზღვრის გავლით უნგრეთში შესული თავშესაფრის მთხოვნელი მიგრანტები.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ საზღვრის დაცვის სისტემის შესაცვლელად. ჩვენ შევინარჩუნებთ არსებულ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლომ მისი შეცვლა მოგვთხოვა. ჩვენ არ შეცვლით მას და არავის არ შემოვუშვებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა 21 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დემოკრატიული სტანდარტების გამო ევროკავშირსა და ბუდაპეშტს შორის დაპირისპირებას უნგრეთისთვის ეკონომიკური აღორძინებისთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაფინანსების გაყინვა მოჰყვა, რაც ამცირებს ორბანის „ფიდესის“ პარტიის გამარჯვების შანსებს მომავალი წლის გაზაფხულზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში.

49 წლის კონსერვატორმა მერმა მარკი-ზაიმ 17 ოქტომბერს გაიმარჯვა ოპოზიციის პრაიმერიზში და არჩევნებზე ის იქნება ექვსი პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი. არჩევნები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

ორბანმა და მისმა ნაციონალისტური ორიენტაციის პარტია "ფიდესმა" 2010 წლის შემდეგ სამ არჩევნებში გაიმარჯვეს დიდი უპირატესობით, თუმცა ახლა გამოკითხვები მოწმობს, რომ ოპოზიციური ალიანსი "ფიდესთან" ახლოს არის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნები ყველაზე კონკურენტული იქნება მას შემდეგ, რაც 2006 წელს ორბანმა მარცხი განიცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG