Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზემო როკთან ჩამოწოლილმა ზვავმა რუსი სამხედროები მოიყოლა


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

როკის გვირაბთან ახლოს ზვავი ჩამოწვა, რომლის ქვეშაც რუსეთის სამხედრო ყაზარმა მოექცა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ყაზარმაში იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც როკის გვირაბს იცავენ. 5 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლებოდა, მათი სამძებრო სამუშაო უკვე 5 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს. ორი მათგანი მალევე იპოვეს და ცხინვალის და ჯავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მესამე კი 5 საათიანი ძებნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იპოვეს და ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ოსური მედია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარდა, გამწმენდ და სამძებრო სამუშაოებში ჯარისკაცებიც ჩაერთნენ. ჯერჯერობით ორი ჯარისკაცის კვალს ვერ მიაკვლიეს.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

განახლება

ცოტა ხნის წინ ერთი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს, ჯავის საავადმყოფოში გადაყვანილი ჯარისკაცი კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG