Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ურჩევს თავის მოქალაქეებს, ნუ იმოგზაურებენ უკრაინაში რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხისა და COVID-19-ის პანდემიის გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ ნუ იმოგზაურებენ ან გადახედონ მოგზაურობასთან დაკავშირებულ თავიანთ გეგმებს, უკრაინაში COVID-19-ის პანდემიის სიტუაციის გაუარესებისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის გამო.

„აშშ-ის მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ რუსეთი გეგმავს მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ ასევე, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში, უსაფრთხოების ვითარება არაპროგნოზირებადია და შესაძლოა გართულდეს საგანგებო გაფრთხილების გარეშე“, - აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში. ასეთი ვითარება მძიმედ აისახება უკრაინაში აშშ-ის საელჩოს უნარზე, აღმოუჩინოს სათანადო საკონსულო დახმარება მის მოქალაქეებს განსაკუთრებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე.

საელჩო ასევე შეახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან, რადგან დაავადების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) უკრაინას მიანიჭა მგზავრობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკის მე-4 დონე, რაც მიუთითებს COVID-19-ით დაავადების ძალიან მაღალ დონეს.

კორონავირუსის მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უკრაინის დედაქალაქში, სადაც წუხელ 1496 ახალი დაავადებული გამოვლინდა, 16 პაციენტი - გარდაიცვალა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა გაფრთხილება, რომ ქვეყანაში იანვარში მოსალოდნელია კორონავირუსით დაავადების ზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG