Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს


დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ოპოზიცია პარლამენტში აპირებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. მანამდე სოხუმში გაიმართა ოპოზიციის ლიდერების და ბჟანიას შეხვედრა, რასაც წინ უძღოდა დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ.

ოპოზიცია ასლან ბჟანიას ადანაშაულებს „საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში“ და პარლამენტისგან ითხოვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედებას, რომლის განხილვის განმავლობაშიც ასლან ბჟანიას არ ექნება შესაძლებლობა განახორციელოს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივები“, - ნათქვამია ოპოზიციის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, რომელიც მოსახლეობას 21 დეკემბერს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ გააცნო.

აფხაზეთის ოპოზიცია მოითხოვს ასევე, რომ შეიზღუდოს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობები, გაუქმდეს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო მთავრობის წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG