Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები ახალ შეზღუდვებს აწესებენ "ომიკრონის" გამო


ევროპის ქვეყნები ხელახლა აწესებენ შეზღუდვებს კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები "ომიკრონის" ვარიანტის გავრცელების შესაფერხებლად.

გერმანიამ გამოაცხადა, რომ 28 დეკემბრიდან აიკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დაიხურება ღამის კლუბები და სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

პორტუგალიაში ბარები და კლუბები 26 დეკემბრიდან დაიკეტება. ამ თარიღიდან 9 იანვრამდე სავალდებულო იქნება სახლიდან მუშაობა.

ფინეთში ბარები და რესტორნები 24 დეკემბერს 22:00 საათამდე იმუშავებს, 28 დეკემბრიდან კი 18:00 საათამდე. შვედეთში ბარები, კაფეები და რესტორნები კლიენტებს მხოლოდ მაგიდებთან მოემსახურებიან და მოსახლეობასაც მოუწოდებენ, სახლიდან იმუშაონ.

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში და უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დღემდე ყველაზე გადამდებად მიჩნეულ "დელტა" ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი დაკვირვებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის 24 შემთხვევა დასტურდება. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 916 477 შემთხვევა. მათგან 869 411 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG