Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვთან დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ისინი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს. ადგილზე იმყოფება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

დაკავებულები იყვნენ: გიორგი დემურიშვილი (დაბ.1991), გიორგი მარკოზაშვილი (დაბ.1967), რამინ მჭედლიშვილი (დაბ.1996) და ავთანდილ თომაშვილი (დაბ.1980).

„ნასვამები ავედით წმინდა გიორგის სალოცავში, სანთელი უნდა დაგვენთო. რომ ავანთეთ სანთლები, მერე დაგვაკავეს. ჯერ ჩემი ბიჭი დააკავეს, მერე ჩვენ, მის საძებნელად რომ წავედით..." - თქვა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე 2 დღის წინ დააკავეს. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 23 დეკემბერს გაავრცელა.

სუსი აღნიშნავს, რომ გააქტიურებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

4 დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG