Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

ამ პროექტის თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

გარდა ამისა, ახალშექმნილ საგამოძიებო სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელი დანაშაულების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG