Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი და გაზპრომი აცხადებენ, რომ მილსადენი მზად არის გაზის მიწოდებისთვის


დავის საგნად ქცეული მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი,“ აცხადებენ, რომ გაზსადენი მზად არის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის რუსეთიდან გერმანიაში.

AFP-ს მოჰყავს საოპერაციო კომპანია Nord Stream 2 AG-ის განცხადება, რომელშიც წერია, რომ „ მილსადენის მეორე ხაზით გაზის გადაქაჩვის პროცედურა დაწყებულია. ეს წნევა საკმარისია აირის ტრანსპორტირებისთვის მომავალში“.

ახალ მილსადენს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაიყვანეს, ორი ერთმანეთის პარალელური ხაზი აქვს, რომლებმაც ერთად, წლიურად 55 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა გადაქაჩონ. Nord Stream 2 AG-მა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ მილსადენის პირველი ხაზი ეტაპობრივად ივსებოდა, რათა საწყობებში მარაგი შექმნილიყო და საჭირო წნევისთვის მიეღწიათ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობა რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ დასრულდა, მაგრამ მას არ ჰქონდა გერმანიის ოფიციალური უწყების ნებართვა. მარეგულირებელმა უწყებამ გამოაცხადა, რომ პროცესი 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.

მილსადენი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "გაზპრომს" ეკუთვნის. "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმაც განაცხადა 29 დეკემბერს, რომ მილსადენის მეორე ხაზი აირით არის გავსებული და საექსპორტოდ გამზადებული.

XS
SM
MD
LG