Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გერმანია გათიშავს სამ ბირთვულ ელექტროსადგურს


ბირთული ელექტროსადგური გრუნდრემინგენში.

31 დეკემბერს გერმანია გათიშავს სამ ბირთვულ ელექტროსადგურს, რაც ქვეყანაში ბირთვული ენერგიის გამოყენების მთლიანად შეწყვეტისკენ მიმართული ღონისძიებების ნაწილია.

ოფიციალური ინფორმაციით, ბროკდორფისა და გრონდეს ბირთვული ელექტროსადგურები, ასევე გრუნდრემინგენის ბირთვული ელექტროსადგურის C სექცია ახალი წლის ღამით გაითიშება ქსელიდან. ბირთვული ელექტროსადგურების მთლიანად გაუქმებას მრავალი წელი დასჭირდება.

2022 წელს გერმანიაში მწყობრში დარჩება მხოლოდ სამი ბირთვული ელექტროსადგური - ბავარიაში, ბადენ-ვიურტემბერგსა და ქვემო საქსონიაში. გეგმის მიხედვით, ისინი მომავალი წლის ბოლომდე გაითიშება ქსელიდან. ამით დასრულდება ბირთვული ელექტროსადგურების დახურვა, რომლის ინიციატივითაც ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა 2011 წელს, იაპონიაში ფუკუსიმის ბირთვული ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ.

მომავალში გერმანიაში მაინც დარჩება ექსპლუატაციაში ორი ბირთვული ობიექტი, რომლებიც ექსპორტისთვის აწარმოებენ ბირთვულ საწვავსა და საწვავის ელემენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG