Accessibility links

site logo site logo

ბაიდენის და ზელენსკის საუბარი 2 იანვარს შედგება - აშშ ცდილობს განმუხტოს პროცესი 


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვაშინგტონში 2021 წლის 1 სექტემბერს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს განახორციელებს თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, 2 იანვარს, როცა აშშ ცდილობს განმუხტოს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მოზღვავებით გამოწვეული კრიზისი.

ზელენსკისთან საუბრისას, ბაიდენის მიზანია "დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის აგრესიის წინაშე", - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 31 დეკემბერს, სატელეფონო საუბრის თარიღის გამოცხადებისას.

ორი ლიდერი განიხილავს ასევე აშშ-ის მომზადების საკითხს რუსეთთან მოსალაპარაკებლად, რომლის მიზანია ვითარების დეესკალაცია რეგიონში, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ზელენსკისთან ეს სატელეფონო საუბარი იქნება თეთრი სახლის დიპლომატიის აქტიური მცდელობის ბოლო ნაწილი, რომელიც კრემლის სამხედრო მუქარის თავიდან აცილებისკენ არის მიმართული და უშუალოდ მოჰყვება ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის 30 დეკემბერს შემდგარ მოლაპარაკებას. ბაიდენი ზელენსკის ბოლოს სამი კვირის წინ ესაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG