Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ გააძევა გაეროს რუსი ოფიციალური პირი ეროვნული უშიშროების მოსაზრებით


კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი დონიკა გერვალა-შვარცი, 4 ივლისი, 2021 წელი.
კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი დონიკა გერვალა-შვარცი, 4 ივლისი, 2021 წელი.

კოსოვომ განკარგულება გასცა რუსი დიპლომატისა და ბალკანურ ქვეყანაში გაეროს მისიის წევრის გაძევების შესახებ ეროვნული უშიშროების მოსაზრებით. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალა-შვარცმა ეს განცხადება 31 დეკემბერს გააკეთა თავის პოსტში, Facebook-ით.

გერვალა-შვარცმა განაცხადა, რომ მან აუწყა სამართალდამცავ ორგანოებს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შესახებ. მას არ დაუსახელებია რუსი დიპლომატის ვინაობა და არც ის მიუთითებია, სავარაუდოდ რა ჩაიდინა ამ პირმა, რითიც დაიმსახურა გაძევება.

რუსეთი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სერბეთთან, არ აღიარებს კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. კოსოვო მიისწრაფვის ევროპის კავშირში და NATO-ში შესვლისკენ, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

კოსოვომ ოქტომბერში ორი რუსი დიპლომატი გააძევა "დესტაბილიზაციის" გამომწვევი ქმედებების გამო. გერვალა-შვარცმა დაადასტურა კოსოვოს ამბიცია NATO-სა და ევროპის კავშირში შესვლის შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავაც აგრძელებს ბრძოლას რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, "რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს კოსოვოს მიღწევებს".

XS
SM
MD
LG