Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის საახალწლო მიმართვაში შეუპოვარი პოზიცია გამოხატა 


თავის ყოველწლიურ საახალწლო სიტყვაში, რომელიც 31 დეკემბრის საღამოს გავიდა ეთერში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გამოხატა შეუპოვრობა რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის ფონზე თავისი ქვეყნის რუსეთთან საზღვრის პირას.

"არანაირი არმია არ გვაშინებს საზღვრის მეორე მხარეს", - განაცხადა მან, - რადგან საზღვრის აქეთა მხარეს უზარმაზარი არმია გვიცავს". მისმა ნათქვამმა გაიჟღერა მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დიდი დაძაბულობის ფონზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის არმიის ნაწილების ზრდასთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფართო "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან.

ხელისუფლებამ კიევში შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ მომავალ კვირებში რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეიჭრას. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულება კიევსა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ფორმაციებს შორის, რომლებსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, მისი მთავრობის "მთავარ მიზნად" რჩება და პირობა დადო, რომ "მომავალ წელს უკეთესობა იქნება".

უკრაინის პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ ყირიმი "ერთ დღეს" დაბრუნდება კიევის კონტროლის ქვეშ. " შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ დავაბრუნეთ ყირიმი მსოფლიო დღის წესრიგში და ერთ დღესაც შევძლებთ იმის თქმას, რომ ჩვენ დავუბრუნეთ ყირიმი უკრაინას", - განაცხადა ზელენსკიმ.

"და მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდეს ყველა პატიმარი. თითოეული მათგანი", - თქვა მან და მხარდაჭერა გამოხატა ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონის, ყირიმის, მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იქ რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლების მიერ იქნენ დაპატიმრებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG