2021 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, პროდუქტზე ფასები 13,9 პროცენტით არის გაზრდილი. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტზე, რომელზეც გასულ წელს ადამიანი 100 ლარს ხარჯავდა, ახლა 113,9 ლარის დახარჯვა უწევს.
ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 43,5%;
- ტრანსპორტი - 17,3%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 15,6%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 14%;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 11,8%;
- ჯანმრთელობის დაცვა - 7,9%;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5,2%;
- განათლება - 4,8%;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2,8%;
- დასვენება, გართობა და კულტურა - 2,5%.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ამხელა ინფლაცია არ ყოფილა ბოლო 12 წლის განმავლობაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში მაღალი ინფლაცია იქნება 2022 წლის იანვარშიც. მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნულმა ბანკმა 100 ათასზე მეტ ადამიანს სესხის პროცენტი, მხოლოდ ბოლო ერთ წელში, 2,5 პროცენტით გაუძვირა.