Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი გენერლის მკვლელობის მეორე წლისთავზე ბაღდადში ჩამოაგდეს ორი "თვითმკვლელი" დრონი


ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი.
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი.

ბაღდადის თავზე ჩამოაგდეს ორი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი, მაშინ, როცა ისინი უახლოვდებოდნენ სამხედრო ობიექტს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ამერიკის ძალებია განთავსებული - იუწყებიან უსაფრთხოების ძალები 3 იანვარს, იმ ფონზე, როცა რეგიონში გაღრმავებულია დაძაბულობა აშშ-ის საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევისას ირანელი გენერლის მკვლელობის მეორე წლისთავის გამო.

ბაზაზე, რომელსაც იყენებს ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, მოქმედებაში მოვიდა ანტისარაკეტო სისტემა და "ინციდენტის გარეშე ჩამოაგდო" ორი დრონი - უთხრა კოალიციის წარმომადგენელმა სააგენტო ფრანს პრესს. კოალიციის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში უპილოტო საფრენ აპარატებს "თვითმკვლელ დრონებს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს იყო პოტენციურად "სახიფათო თავდასხმა სამოქალაქო აეროპორტზე". ინციდენტის შედეგად გამოწვეულ ზარალზე ან დაშავებულებზე ცნობები არ არის, დრონების ჩამოგდებას ადასტურებენ ერაყელი ოფიციალური პირებიც.

გენერალი ყასემ სოლეიმანი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ დანაყოფს ხელმძღვანელობდა და ერაყელი ლეიტენანტი, აბუ ჰამიდ ალ-მუჰანდისი 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად, ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს. ეს თავდასხმა, რომლის ბრძანებაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა, წარმოადგენდა პასუხს ერაყში აშშ-ის ობიექტებზე მიტანილი იერიშების სერიაზე.

სოლეიმანის მიიჩნევდნენ ირანის ახლო აღმოსავლეთის სამხედრო სტრატეგიის მთავარ შემოქმედად და მისმა მკვლელობამ მნიშვნელოვნად გააღრმავა დაძაბულობა ირანსა და აშშ-ს შორის. სოლეიმანის მკვლელობიდან ხუთ დღეში ირანმა რაკეტები ესროლა ერაყის საჰაერო ბაზას, სადაც აშშ-ის ძალები იყვნენ განლაგებული და კიდევ ერთ ბაზას ერაყის ქალაქ ირბილთან ახლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG