Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

თბილისში ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ბავშვი მათთან გადაყვანის მომენტიდან მართვით სუნთქვაზე იყო.

"კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ მას ასევე ჰქონდა უმძიმესი ფორმით გულის მანკი. მისი მდგომარეობაც განპირობებული იყო გულის მანკით, ვიდრე კორონავირუსით, უბრალოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო", - ამბობს მაია ჩხაიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათთან 50-მდე პაციენტი (დედა-შვილი) მკურნალობს, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში 10 ბავშვია.

როგორც ციციშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი ამბობს, მათთან ხვდებიან კორონავირუსის ინფექციით დამძიმებული პაციენტები. კლინიკაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 31 დეკემბერს, გარდაიცვალა კიდევ ერთი ჩვილი, რომელიც თვის და 20 დღის იყო.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 945 609 შემთხვევა. მათგან 906 708 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 041 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG