Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქებას ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი


10 იანვარს სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი ემსხვერპლა აფეთქებას აღმოსავლეთ ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან ახლოს - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები.

ინციდენტი ნანგარჰარის პროვინციაში, დილით მოხდა. თალიბანის მიერ დაკომპლექტებული გუბერნატორის ოფისის ცნობით, აფეთქება მოხდა მაშინ, როცა გასაყიდი საკვებით დატვირთული ურიკა ნაღმს წამოედო, დაწყებითი სკოლის შენობის წინ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პროვინციაში ფეხი მოკიდებული აქვს ექსტრემისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს, რომელიც თალიბანის მეტოქეა. ორგანიზაციამ თალიბანის წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მას შემდეგ, რაც თალიბანი აგვისტოში ხელისუფლებაში მოვიდა.

ავღანეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობითაა აუფეთქებელი ნაღმები და სხვა აღჭურვილობა, ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომების და კონფლიქტების შედეგად.

XS
SM
MD
LG