Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერმანი: აშშ-ის რუსეთთან ჰქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, უენდი შერმანი აცხადებს, რომ 10 დეკემბერს, ჟენევაში, რუსეთთან გამართული შეხვედრა წარმოადგენდა საუბარს და არა მოლაპარაკებას და ამბობს, რომ აშშ-მა რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები დეტალურად არ განიხილა.

ამასთან, შერმანი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ელაპარაკა ორმხრივ ნაბიჯებზე დეესკალაციისთვის სარაკეტო და წვრთნების სფეროებში, თუმცა მოსკოვი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას საფასური მოჰყვება.

"წამოვაყენეთ რამდენიმე იდეა, სადაც ჩვენი ორი ქვეყანა შეძლებს ორმხრივი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში იქნება და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას" - უთხრა შერმანმა ჟურნალისტებს ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან შეხვედრის შემდეგ.

შერმანის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს რუსეთის დელეგაციასთან ჰქონდათ გულწრფელი და პირდაპირი საუბარი, რომელიც რვა საათამდე გაგრძელდა, და აშშ ღია რჩება შემდგომი შეხვედრებისთვის, ორმხრივი ინტერესის საკითხების უფრო დეტალურად განხილვის მიზნით.

სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე აშშ-რუსეთის 10 იანვრის მოლაპარაკების ფონია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა და აშშ-ისა და ნატოსადმი მოსკოვის მოთხოვნები.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG