Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს


პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გააძევეს სასამართლო პროცესიდან, პროკურორთან შელაპარაკების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა, რომელეც ბრალდებულები „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან.

პროცესზე, რომელიც 11 საათზე დაიწყო, მოსამართლეს მიმართავდა საქმის პროკურორი, რომლის სიტყვასაც მოჰყვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გაღიზიანება. „სირცხვილია“, „მატყუარა“ - ეუბნებოდნენ ბრალდებულები პროკურორს, რაზეც პასუხად იგივე რეპლიკები მიიღეს და პროცესი შელაპარაკებაში გადაიზარდა.

„ეს არის დასახური სასამართლო!“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ და კვლავ პროკურორს მიმართა: „შენ გგონია ციხეში წასვლის მეშინია?!“

ამის შემდეგ, მოსამართლემ ხაზარაძეს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

„კი, ბატონო. გავალ. იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო. ეს არის მარაზმი. ბიძინას მონები ხართ თქვენ!“ - თქვა ხაზარაძემ და პროცესიდან გავიდა.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება ჯგუფურად დაახლოებით 16,7 მილიონი აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

11 იანვრის პროცესზე საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ ბრალდებულები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. განაჩენი კი მოსამართლემ, შესაძლოა, დღესვე გამოიტანოს.

XS
SM
MD
LG