Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ერთ კვირაში ინფიცირებულთა 70-80 პროცენტს "ომიკრონი" ექნება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70-80 პროცენტს "ომიკრონის" შტამი ექნება. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

"[დღეს] 900-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს "ომიკრონის" დადასტურებული ლაბორატორიულად, თუმცა, რეალური რაოდენობა დაახლოებით 45 პროცენტია დადებით შემთხვევებში... აქედან 60 პროცენტი მოდის თბილისზე... მაგრამ ისეთი სწრაფი დინამიკით მიდის, რომ ალბათ ერთი კვირის თავზე ავა 70-80 პროცენტის ფარგლებში მთლიან დადებითობაში "ომიკრონი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღესვე მან თქვა, რომ მეექვსე ტალღის პიკის დროს, რომელიც თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი, საქართველოში ერთი დღის განმავლობაში ვირუსით 60 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდეს, თუმცა მათგან ლაბორატორიულად მხოლოდ 20-30 პროცენტი, ანუ 10-15 ათასი დადასტურდება.

საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარებული 57 546 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 486 შემთხვევა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

გამყრელიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიცრან, უკვე ვაქცინირებულებმა კი, გაიკეთონ ე.წ. ბუსტერ-დოზა, რომელიც ეპიდემიის შემდგომი გავრცელების "ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG