ჩეჩნეთის მცხოვრებთა ცნობით, მთელი ფედერაციული სუბიექტის მასშტაბით მიმდინარეობს რეიდები, რომლის დროსაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ეძებენ მგლის სიმბოლიკიან ტანსაცმელსა და პირად ნივთებს. მგელი, როგორც გერბი, გამოსახული იყო არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის დროშაზე, რომლის ხმარებაც აკრძალულია ამჟამინდელი პრომოსკოვური ხელისუფლების მიერ.
კავკაზ. რეალიის რედაქციის ცნობით, სამართალდამცველები მგლის სიმბოლიკას ეძებენ სკოლებში. ხოლო მასწავლებლებს მოუწოდებენ, გააფრთხილონ მოწაფეები და მათი მშობლები, რომ ასეთი ტანსაცმლის ტარება არის დაუშვებელი. გაისმის მუქარებიც პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
ამასთან მგლის გამოსახულება არ არის შეტანილი იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ექსტრემისტული მასალების ჩამონათვალში, ისევე როგორც არ შედის მასში არც ჩეჩენი სეპარატისტების სხვა ოფიციალურ სიმბოლიკა.
იჩქერიის სიმბოლიკიანი ნივთების ძებნის მიზნით ჩეჩნეთში პოლიციის რეიდები ტარდება

ყველაზე პოპულარული
1