უკრაინის მთავრობის ვებსაიტებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა, იმ ფონზე, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის გაღრმავებულია დაძაბულობა, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების და აღჭურვილობის ზრდის გარშემო.
კიბერთავდასხმის შესახებ პირველად 14 იანვარს, დილით ადრე გამოაცხადა უკრაინის განათლების სამინისტრომ, თავის ფეისბუკის გვერდზე. "13-დან 14 იანვრის ღამით განხორციელებული გლობალური თავდასხმის გამო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებსაიტი დროებით არ მუშაობს" - წერდა სამინისტრო. ასევე გაითიშა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი, რომელიც დროის ერთ მონაკვეთში აჩვენებდა უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე დაწერილ მესიჯს - "გეშინოდეთ და ყველაზე უარესის მოლოდინი გქონდეთ". გათიშული იყო ასევე მინისტრთა კაბინეტის და საგანგებო მდგომარეობების სამინისტროს საიტებიც.
ზოგიერთ საიტზე გამოჩდა უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე დაწერილი ტექსტი, რომ ქსელში ატვირთული უკრაინელების მონაცემები საჯარო გახდა.
დაწერეთ კომენტარი