Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტრონომები: 18 იანვარს დედამიწას უვნებლად ჩაუვლის დიდი ასტეროიდი


ასტრონომების თქმით, დედამიწას დიდი ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც მას უვნებლად ჩაუვლის. ასტეროიდი, რომელსაც მოიხსენიებენ ნომრებით (7482) 1994 PC1, დედამიწასთან ყველაზე ახლოს 18 იანვარს იქნება. ის საათში 70,415 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს, და დედამიწისგან თითქმის 2 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული - იუწყება NASA.

კოსმოსის სტანდარტებით, 2 მილიონამდე კილომეტრი ახლო დისტანციად ითვლება ამგვარი სიდიდის ობიექტისთვის. კოსმოსური ქვა, ასტეროიდი (7482) 1994 PC1 დაახლოებით 1,100 მეტრის სიგრძისაა და იმის მიუხედავად, რომ დედამიწასთან შეხების საფრთხე არ არსებობს, NASA მას მაინც უფარდებს პოტენციურად საშიში ობიექტის სტატუსს. ეს სტატუსი აღწერს ასტეროიდებს, რომლებსაც აქვს 140 მეტრზე უფრო მეტი სიგრძე და ორბიტები, რომლებიც მათ 7,5 მილიონ კილომეტრზე ახლოს ამოძრავებს მზის გარშემო დედამიწის ორბიტაზე - იუწყება NASA-ს ასტეროიდებზე დაკვირვების უწყება.

XS
SM
MD
LG