Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში რეკომენდირებულზე 18-ჯერ მეტი მანქანა ემსახურებათ - აუდიტი


ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2019-2020 წლებში მთავრობის რეკომენდაციით გათვალისწინებულ მანქანებზე 18-ჯერ მეტ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდა. ეს მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნა. ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დღეს, 14 იანვარს გახდა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8-10 სამორიგეო ავტომანქანის გამოყენება, თუმცა იყენებდა 181-ით მეტს.

"კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით... ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის სამსახური წერს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით პრობლემებზე წინა ანგარიშშიც აღნიშნეს, თუმცა მერიამ არ გაითვალისწინა რეკომენდაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG