Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 5300-ზე მეტ ადამიანს, 30 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 63 516 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 381 შემთხვევა. 1 065-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან 3 144 თბილისშია.

14 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.46%;
  • ბოლო 7 დღის - 9.62%;
  • ბოლო 14 დღის - 9.24%.

საქართველოში ბოლო ხუთი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლოს, დღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იყო. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, კორონავირუსის ამჟამინდელ ცირკულაციაში "ომიკრონის" წილი სულ მცირე 45%-ია და კვირის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება. პროგნოზის საფუძველია "ომიკრონის" ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების ანალიზი.

15 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 1 185 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG