Accessibility links

site logo site logo

ირანმა და ჩინეთმა ხელშეკრულება გააფორმეს, პეკინი აკრიტიკებს თეირანისთვის ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებს


ჩინეთი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კრიტიკით აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს, და გამოაცხადა, რომ პეკინმა და თეირანმა გააფორმეს 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას.
14 იანვარს ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ასევე მხარი დაუჭირა ძალისხმევას, რომელიც მიემართება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას.
ვან ისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შორის გამართული შეხვედრის მოკლე შინაარსი 15 იანვარს გამოქვეყნდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებსაიტზე. ვან ის თქმით, ირანთან დაკავშირებულ, ამჟამად არსებულ სირთულეებში მთავარი ბრალი მიუძღვის აშშ-ს, რადგან ის ბირთვულ ხელშეკრულებას ცალმხრივად გამოეთიშა.
ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ ცნობის ფონია ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით. წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, 14 იანვარს განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ის შორის ირიბად მიმდინარე მოლაპარაკებებში გადაუჭრელი რჩება რამდენიმე საკითხი, რიგი სფეროებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG